Sunday, May 6, 2018

ვაჟა-ფშაველა "ჩემი ვედრება" ანალიზის ნიმუში.

                 ვაჟა-ფშაველა მიმართავს ღმერთს და სთხოვს აუსრულოს სურვილები. ამ სურვილებზე დაყრდნობით კარგად ჩანს "ბუნების მგოსნის" სულიერი სამყარო, მისი ზნე და ხასიათი.
ვაჟა-ფშაველას სურვილებიდან გამოვკვეთდი რამდენმე მათგანს : ავტორს შეუდრეკლად ყოფნა სურს, რათა დაეხმაროს და დაიცვას დაჩაგრული ადაიანები "ვფხიზლობდე მუდამ მზად ვიყო დაჩაგრულების მცველადა". ასევე, მწერალი ითხოვს იყოს ჩაგრული, დამცირებული- ვიდრე დამჩაგვრელი, მისთვის მიუღებელია ადამიანის დაკნინება "ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა". გარდა ამისა, ავტორს უნდა მუდამ თავისი კეთილსინდისიერი საქმე აკეთოს და წერის ნიჭი არ დაეკარგოს. "მაშრომე საკეთილოდა, თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი". ვაჟას სწადია , რომ სანამ ამ ქვეყანაზე დაიარება, იყოს სიცოცხლით სავსე, ლაღი და მადლიერი. "ნუ მავლევ ქვეყანაზედა გაცივებულის ლეშითა". ბოლოს კი მწერალი ღმერთს მფარველობას სთხოვს "მფარავდეს შენი მარჯვენა კალთა სამოლის შენისა."
                 როგორც უკვე აღვნიშნე, მოცემული ლექსში იკვეთება ავტორის მტკიცე ხასიათი და თვისებები. სჩანს, იგი არის მამაცი, გულითადი და კეთილი ადამიანი. ასევე, ავტორი არის თავმდაბალი, რომელიც ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია. "ცხვარდვე მამყოფე ისევა ოღონდ ამშორდეს მგელობა". მწერალი პატიოსანი და კეთილსინდისიერი ადამიანიცაა- "მაშრომე საკეთილოდა". გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველა არის თანამგრძნობი ემოციური და სხვისი მწუხარების გამგები "მხოლოდ მაშინ ვარ ბედნერ როცა ვარ შეწუხებული".
                 ლექსში ვაწყდებით უამრავ მხატვრულ საშუალებას. მაგალითად, შესანიშნავი მეტაფორაა გამოყენებული, როდესაც ავტორი ირჩევს არა მოძალადის ,არამედ ჩაგრულის როლს "ბალახი ვიყო სათიბი არა მწადიან ცელობა". ასევე, თავისი პატიოსანი საქმის დასახასიათებლად ავტორი იყენებს ეპითეტს "წმინსა ხელობა". გარდა ამისა, სიყვარული და ტრფობის ნიჭი ავტორმა მეტაფორით გამოხატა " გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა". მწერალი საკუთარ ხმას ეპითეტით ამკობს და "სხივგამომღებელს" უწოდებს.

ვაჟა-ფშაველა "ჩემი ვედრება" ანალიზის ნიმუში.

                 ვაჟა-ფშაველა მიმართავს ღმერთს და სთხოვს აუსრულოს სურვილები. ამ სურვილებზე დაყრდნობით კარგად ჩანს "ბუნების მგოსნის...